ფეხბურთი

12:44 | 19.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნის" და ჰაინკესის მიღწევები

მიუნხენის "ბაიერნმა" გერმანიის ჩემპიონატის მე-12 ტურში "აუგსბურგი" 3:0 დაამარცხა და 1965 წლიდან მოყოლებული ბუნდესლიგის ისტორიაში 3001 ქულა დაუგროვდა. "ბაიერნი" გახდა პირველი გუნდი, რომელმაც 3000-ზე მეტი ქულა დააგროვა, მეორე ადგილზე "დორტმუნდია" 2314 ქულით, ხოლო მესამეზე "ვერდერი" - 2285 ქულა.

ასევე, მიუნხენელთა თავკაცმა იუპ ჰაინკესმა ბუნდესლიგაში მე-500 გამარჯვება მოიპოვა. 174 შეხვედრაში გერმანელმა მწვრთნელის რანგში იმარჯვა, ხოლო 326 მატჩში ფეხბურთელობის დროს მოიპოვა გამარჯვება. ასეთი შედეგის მისაღწევად ჰაინკესს 1016 მატჩის ჩატარება დასჭირდა.

0.128469