კალათბურთი

10:54 | 19.11.2017 | ნანახია 0 - ჯერ

ზაზას 10 ქულა და “გოლდენ სტეიტის” შემოტრიალებული შეხვედრა

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “ფილადელფია” 124:116 დაამარცხა. ზაზა ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 16 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 10 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. ზაზამ 6-დან 4 ორქულიანი და 3-დან ორი საჯარიმო სროლა ჩააგდო.

რაც შეეხება შეხვედრას, მატჩი ფილადელფიელებმა მძლავრად დაიწყეს და მეორე პერიოდის შუაში 68:45-ს (+23) იგებდნენ. მესამე მეოთხედში გოლდენ სტეიტმა სეზონის საუკეთესო პერიოდი ჩაატარა. სტეფ კარიმ ერთ პერიოდში 20 ქულა ჩააგდო და საბოლოდ “მეომრებმა” 47:15 იმარჯვეს. ბოლო მეოთხედში კი “ფილადელფიამ” სხვაობის აღმოფხვრა ვეღარ მოახერხა.

მატჩში ყველაზე მეტი 35 ქულა სტეფ კარიმ ჩააგდო. დურანტს 27 ქულა ჰქონდა. “ფილადელფიაში” სიმონსი 23 ქულით და 12 პასით გამოირჩა.

“გოლდენ სტეიტი” 12 მოგებით და 4 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეორე პოზიციაზეა. მომდევნო მატჩში ოკლენდელები გასვლაზე “ბრუკლინს” დაუპირისპირდებიან, შეხვედრა 20 ნოემბერს თბილისის დროით 03:00 საათზეა ჩანიშნული.


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:09 | 11.05.2015
S.A.F. (2852)

ეს 30ზე მეტი არ ღირს!!!!!


გადაირია სამყარო ბლიაძ?

20:02 | 11.05.2015
burusa (2031)

მოდი პაპასთანნ ბავარიაში

19:34 | 11.05.2015
შალვა–12 (40)

ვერ ვხვდები რატომ ჰყავს ამდენი მსურველი მხოლოდ ერთი კარგი სეზონის გამო!

14:37 | 11.05.2015
Torres9 (12692)

ეეეჰ არადა მგლების იმედი მქონდა გაისად ლიგაზე

14:02 | 11.05.2015
რენე ფერეირა (6798)

Midit sheixebo ajobet yvelas da moiyvanet sitshi

13:42 | 11.05.2015
ფლიპი (2755)

მაგარია ეს ძაან.

13:32 | 11.05.2015
maradona73biankoneri (12347)

კი სჯობია ოსკარს.

13:32 | 11.05.2015
maradona73biankoneri (12347)

ეს მე მგონი ჩელსიდან გადავიდა ვოლფსბურგში. რა ბიჭი გაუშვიათ ...

12:23 | 11.05.2015
იკა..იუვე..10 (4132)

გენიალური შედეგი დადო.. 10 გოლი, 20 საგოლე გადაცემა.. არანორმალურად მაგარი შედეგია

12:02 | 11.05.2015
stoikovich (5984)

ვინც დაითრევს მაგარი შენაძენი იქნება.

0.068789