ფეხბურთი

13:47 | 19.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

პირველი კარგია - 22 წლის ისტორია

პირველი კარგია (Buona la prima) - ასეთი სათაურით შეხვდა ავტორიტეტული Gazzetta Dello Sport-ი მეორე დღეს 17 წლის სრულიად უცნობ ბიჭს. და, თან პირველ გვერდზეც მიუჩინა ადგილი. არადა, თითქოს, რა უნდა ყოფილიყო ისეთი საინტერესო და ხმაურიანი, რომ ასე სახელგანთქმული გამოცემის პირველ ფურცელზე დაემსახურებინა ადგილი? თუმცა, იყო. ნამდვილად იყო და ამაში დღეს დარწმუნებით შეგვიძლია საუბარი.

19 ნოემბერი, 1995 წელი.

“პარმა” “მილანის” მასპინძელია, მაგრამ მოულოდნელად პარმეზანელთა თავკაც ნევიო სკალას თავსატეხი გამოუჩნდა - ძირითადი მეკარე ლუკა ბუჩი დაუშავდა. ყველაფერი კი იქამდე მივიდა, რომ მრისხანე "როსონერის" შეტევის მოგერიება 17 წლის უცნობ ბიჭს მოუწევდა.

„პირველი მეკარე ბუჩი დაიმტვრა და ამიტომ გადავწყვიტე პრიმავერადან ახალგაზრდა ბუფონი მომეწვია. ჩვენთან ერთად ვარჯიში სამშაბათს დაიწყო. კარში ის საოცრებებს აკეთებდა, თუმცა ეს მისთვის ნორმალური იყო. შემდეგ თავდამსხმელებს კარში დავარტყმევინე - გოლი ვერავინ გაუტანა. ამიტომაც მივედი მეკარეების მწვრთნელ ვინჩენცო დი პალმასთან და ვკითხე, ისიც იმავეს ხედავდა თუ არა, რასაც მე. ის ფენომენია - მიპასუხა ვინჩენცომ. უსიტყვოდ დავშორდით. ამ ბიჭის პოტენციალი ყველასთვის გამაოგნებელი იყო. რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილება მრავალი ფიქრისა და მოსაზრებების გაცნობის მერე მივიღე. ვიცოდი, რომ „მილანს“ ვეთამაშობიდთ და დებიუტი უნდა შემდგარიყო.

შაბათს საღამოს გადავწყვიტე მის ოთახში შევსულიყავი . ფიქრისთვის ბევრი დრო არ მქონია, პირდაპირ ვკითხე: შეძლებ ხვალ თამაშს? - არანაირი პრობლემა არ იქნება მისტერ, - დაუფიქრებლად, ნერვიულობის გარეშე გამცა პასუხი. ამან ყველაფერში დამარწმუნა. ამის შემდეგ მქონდა ყველაზე რთული პერიოდი, რადგან გადაწყვეტილება მეორე მეკარე ალესანდრო ნისტასთვის (ამჟამად "ნაპოლის" მეკარეების მწვრთნელი) უნდა მეცნობებინა. ის ხომ ფიქრობდა, რომ ბუჩის არყოფნაში ითამაშებდა. თუმცა, სხვა არჩევანი არ მქონდა, როცა ბუფონს თვალებში ჩავხედე, ყველაფერი გადაჭრით დავინახე“, - იხსენებს სკალა მაშინდელ ამბავს.

ჯანლუიჯი ბუფონის სახელ-გვარი ფართო საზოგადოებას მხოლოდ იმას ეუბნებოდა, რომ ბაბუა ლორენცო წარმატებული მეკარე იყო და ერთ დროს „მილანის“ კარის სადარაჯოზეც მდგარა.

ჯიჯი იმდენად დაბნეულად გამოიყურებოდა, რომ თავიდან ვერ გაერკვა რა ხდებოდა მის თავს. ალბათ არ გინახავთ თამაშის წინ გუნდების გადაღებული ფოტო, რომელშიც 11 კაცი არაა. თუმცა, იმ დღეს "ენიო ტარდინიზე" ესეც მოხდა - ბუფონი გუნდთან ერთად ფოტოს გადასაღებად არ დამდგარა, რადგან ეგონა, რომ ჯერ კიდევ პრიმავერაში (ახალგაზრდულ გუნდში) თამაშობდა. თუმცა, ამაზე საერთოდ არ დარდობდა მომავალი ლეგენდა. თამაშის შემდეგ თქვა კიდეც, ასე უკეთესად გამოვიდაო.

„თავიდან ვფიქრობდი, რომ პრიმავერაში ვთამაშობდი. თუმცა შემდეგ მივხვდი რაც ხდებოდა, მაგრამ მშვიდად ვიყავი“, - თქვა ჯანლუიჯიმ ფანტასტიკური დებიუტის შემდეგ.

თამაში კი ისე დასრულდა, რომ „მილანმა“, რომელსაც საჩემპიონო ქულები სჭირდებოდა, გოლი ვერ გაიტანა. უფრო სწორად, არ გაატანინეს. 17 წლის ბავშვი სულაც არ ჰგავდა ბავშვს და „პარმა“ არაერთხელ დაიცვა გოლისგან. ჯანლუიჯის რობერტო ბაჯოსა და ჟორჟ ვეას იერიშებიც მოგერიება მოუხდა და თავის დიდებულადაც გაართვა. თუმცა, სულ სხვა ეშხი ჰქონდა ეპიზოდს მეორე ტაიმიდან, როცა კარზე დაგეშილ მარკო სიმონეს ისეთი ბურთი აუღო, თქვენგან მოწონებული.

თამაშის მერე ყველაფერზე მეტყველებდა გენიალური ფაბიო კაპელოს სიტყვები და ის ამბობდა:

"პარმას“ რიგებში საუკეთესო უდავოდ მეკარე იყო - ასეთი თამამი ბიჭი, რომელიც განსაზღვრავს ყველა ეპიზოდს და ზუსტად არჩევს კარის დატოვების მომენტს, ძალიან რთულია 17 წლის ასაკში ნახო“, - კაპელო.

...იმთავითვე, რომ იტყვიან, კოჭებში ეტყობოდა 17 წლის ჯანლუიჯი ბუფონს, რა სახელ-დიდებასაც დატოვებდა.

ისე, სიმბოლურია, რომ ახლა უკვე ლეგენდარული მეკარე თავის კარიერაში ბოლო სეზონს ატარებს და 19 ნოემბერს ისევ სერია A-ს ეგიდით უწევს თამაშის ჩატარება, ოღონდ არა პირველის, არამედ 627-ე შეხვედრის. ოღონდ, სხვა ქალაქში, სხვა სტადიონზე, სხვა გუნდის წინააღმდეგ და სხვა გუნდის მაისურით.

ასე დაიწყო - პირველი კარგი იყო, კარიერა კიდევ უფრო უკეთესი...

იუვენტუსი   2 - 1    ვერონა

შემადგენლობა

მოვლენები

ჯენოა   1 - 2    ტორინო

შემადგენლობა

მოვლენები

უდინეზე   1 - 0    ბოლონია

შემადგენლობა

მოვლენები

ნაპოლი   2 - 1    კროტონე

შემადგენლობა

მოვლენები

კიევო   1 - 0    ბენევენტო

შემადგენლობა

მოვლენები

კალიარი   1 - 0    ატალანტა

შემადგენლობა

მოვლენები

მილანი   5 - 1    ფიორენტინა

შემადგენლობა

მოვლენები

სპალ   3 - 1    სამპდორია

შემადგენლობა

მოვლენები

სასუოლო   0 - 1    რომა

შემადგენლობა

მოვლენები

ლაციო   2 - 3    ინტერი

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.244657