ფეხბურთი

20:12 | 18.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

"დილა" თითქმის (გა)დარჩა

გორის "დილამ" შინ 2:1 სძლია თბილისის "ლოკომოტივს" და კიდევ უფრო გამყარდა მეშვიდე საფეხურზე. დიდი ალბათობით, გიორგი დარასელიას გუნდი პლეი ოფსა და ნერვების წყვეტას ასცდება.

გამორჩეული იყო გიორგი ფანცულაია, რომელმაც დუბლი შეასრულა. ჯერ ლექსო კვახაძის თავურის შემდეგ, მეკარე რევაზ თევდორაძემ მოიგერია ბურთი და ფანცულაიამ თავით დაამატა - 1:0; შესვენების შემდეგ კი გიორგიმ დავით კირკიტაძის ჩაწოდების მერე, ასევე თავით გაიტანა - 2:0. L

"ლოკომ" რაც შესძლო, ნოდარ ქავთარაძის გოლი იყო. ქავთარაძემ ბოლომდე ირბინა ბურთზე და ახლოდან გაუტანა მეკარეს - 2:1.

თბილისელებისთვის დასანანი მარცხი იყო. შანსი იმისა, რომ "ლოკო" ევროტურნირებზე გავიდეს, შემცირდა.

ეროვნული ლიგა.34-ე ტური

გორი. თენგიზ ბურჯანაძე

დილა (გორი) - ლოკომოტივი (თბილისი) 2:1 (1:0)

დილა: ბეგაშვილი, მაჩაიძე, კვახაძე, აბუბაქარი, მორასი, პაპავა, ძარია, კირკიტაძე, ნონიკაშვილი (დერეტი 83), წიქარიძე (გოგატიშვილი 66), ფანცულაია (ქარქუზაშვილი 73)

მწვრთნელი: გიორგი დარასელია

ლოკომოტივი: თევდორაძე, ქურდაძე, რეხვიაშვილი, ჭანტურია (გვალია 58), გაბაძე (გაბრიჩიძე 75), ნ.ქავთარაძე, დიასამიძე, გოროზია, სამურკასოვი, უბილავა, არველაძე (კიკაბიძე 46)

მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

გოლები: 1:0 ფანცულაია (25), 2:0 ფანცულაია (53), 2:1 ქავთარაძე (59)

გაფრთხილება: მაჩაიძე, მაჩაიძე - გაბაძე

გაძევება: მაჩაიძე (70)

მსაჯი: ყრუაშვილი

0.113264