ფეხბურთი

18:59 | 18.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ორი უარი იტალიის ნაკრებს

კარლო ანჩელოტიმ იტალიის ნაკრებში მუშაობაზე უარი განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას Gazzetta Dello Sport-ი ავრცელებს. როგორც იტალიური მედიას საფეხბურთო აგენტმა ჯოვანი ბრენჩინიმ განუცხადა, კარლოს ამ ეტაპზე “სკუადრა აძურაში” მუშაობა არ სურს.

“ამ შესაძლებლობას გამოვრიცხავ. კარლო ყველას პატივს სცემს, მაგრამ ახლა “აძურაში” მუშაობას არ აპირებს”, - ციტირებს ბრენჩინის სიტყვებს Gazzetta Dello Sport-ი.

აღსანიშნავია, რომ ანჩელოტის გარდა, იტალიის ნაკრებში მუშაობაზე უარი კიდევ ერთმა მწვრთნელმა განაცხადა, რომელიც ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრებოდა – მასიმილიანო ალეგრიმ.

“იტალიის ნაკრებში მუშაობა მსურს და ვაპირებ, მაგრამ მხოლოდ წლების შემდეგ”, - ეს ალეგრის განცხადებაა, რომელიც მან დღეს პრესკონფერენციაზე გააჟღერა.

შეგახსენებთ, იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გასვლის შემდეგ უმწვრთნელოდ იმყოფება.

0.130769