ფეხბურთი

15:18 | 18.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვიერი: “იტალიაში მხოლოდ ფეხბურთი და სპაგეტი არსებობს”

ახლო წარსულში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი კრისტიან ვიერი “სკუადრა აძურას” მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩენას გამოეხმაურა. “ინტერის” ყოფილი ფორვარდის განცხადებით, ეს იტალიისთვის ნამდვილი ტრაგედიაა.

“თუ აშშ არ ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატზე, ეს არაფერს ნიშნავს მათთვის, რადგან აქვთ NBA და NFL-ი. იტალიისთვის კი ეს კატასტროფაა, რადგან ჩვენ მხოლოდ ფეხბურთი და სპაგეტი გვაქვს”, - განაცხადა ვიერიმ BEIN Sports-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა 1958 წლის შემდეგ პირველად მას მერე ვერ მოახერხა, რაც შვედეთთან (0:1) პლეი-ოფში წააგო. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ჯან პიერო ვენტურა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისფულა, ხოლო 69 წლის სპეციალისტმა, რომელსაც კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებდა, კომპენსაციის სახით 866 ათასი ევრო მიიღო.

რაც შეეხება კრისტიან ვიერის – მსოფლიოს ჩემპიონატზე ორჯერ (1998 და 2002) წლებში უთამაშია და მუნდიალის ფინალურ ეტაპზე იტალიის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია (რობერტო ბაჯოსთან ერთად) 9 გოლით. ვიერიმ საფრანგეთში 5 გოლი გაიტანა, ხოლო სამხრეთ კორეასა და იაპონიაში – 4.

მთლიანობაში ბობომ “სკუადრა აძურას” რიგებში 1997-2005 წლებში 49 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა.

0.126721