ფეხბურთი

13:07 | 18.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კრის კოულმენი გადადგა

უელსის ეროვნული ნაკრები უმწვრთნელოდ დარჩა. როგორც ამავე ქვეყნის ფეხბურთის ასოციაცია ოფიციალურად იტყობინება, კრის კოულმენმა მთავარი მწვრთნელის პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა.

უელსის ნაკრებმა, რომელიც საქართველოს ნაკრების მეტოქე იყო შესარჩევ ციკლში, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა და როგორც ჩანს, კოულმენის გადაწყვეტილებაც ამას უკავშირდება.

“ჩვენ ძალიან იმდეგაცრუებულები ვართ, რომ კრისმა უელსის ნაკრები დატოვა. ფეხბურთის ასოციაცია და მთლიანად უელსი, სამუდამოდ მადლიერი იქნება იმ სამუშაოს, რაც კოულმენმა ბოლო 5 წლის განმავლობაში შეასრულა. გვინდა მას სამომავლო კარიერაში წარმატებები ვუსურვოთ”, - აღნიშნა უელსის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ჯონათან ფორდმა.

კრის კოულმენმა უელსის ნაკრები 2012 წელს ჩაიბარა და გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა. ევრო 2016 იყო პირველი დიდი ტურნირი 1958 მუნდიალის შემდეგ, რომელშიც “დრაკონებმა” მონაწილეობა მიიღეს.

კოულმენმა და უელსმა ევრო 2016-ზე ფურორი მოახდინეს და ბევრისთვის მოულოდნელად, ნახევარფინალში გასვლა შეძლეს.

0.112522