ფეხბურთი

12:09 | 18.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

კოლინა იტალიური ფეხბურთის სათავეში?

ლეგენდარული მსაჯი პიერლუიჯი კოლინა შესაძლოა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს. იტალიური მედიის ცნობით, კოლინამ სურვილი გამოთქვა, რომ სამშობლოში დაბრუნდეს და ფეხბურთის მმართველი უწყება ჩაიბაროს.

ამჟამად, პიერლუიჯი ფიფასა და უეფას სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციას კარლო ტავეკიო ხელმძღვანელობის, რომლის მისამართით ბოლო დროს ბევრი კრიტიკა ესმის და მის გადადგომასაც მოითხოვენ.

თუმცა, საგულისხმოა, რომ 74 წლის ტავეკიო პოსტის დატოვებას არ აპირებს და ამის შესახებ განცხადება ორი დღის წინ თავადაც გააკეთა.

0.112237