ფეხბურთი

10:49 | 18.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა პრემიერლიგაში გამოარჩიეს

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა პრემიერლიგის ოქტომბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. აღნიშნულ ინფორმაციას ინგლისის ჩემპიონატის ვებგვერდი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ესპანელმა ზედიზედ მეორე მოიპოვა თვის საუკეთესო მწვრთნელის წოდება. აგვისტოში კი პრემიერლიგაში “ჰადერსფილდის” დამრიგებელი დევიდ ვაგნერი გამოარჩიეს.

რაც შეეხება “სიტისა” და გვარდიოლას გასულ თვეში: “ქალაქელებმა” პრემიერლიგის ეგიდით სამი თამაში მოიგეს (“სტოკთან” 7:2, “ბარნლისთან” 3:0 და “ვესტ ბრომვიჩთან” 3:2).

“სიტი” ინგლისის ჩემპიონატს 11 ტურის შემდეგ დამაჯერებლად ლიდერობს 31 ქულით და თანაქალაქელ “იუნაიტედს” 8 ქულით უსწრებს. პეპ გვარდიოლას გუნდი მე-12 ტურის მატჩს დღეს, “ლესტერ სიტისთან” ჩაატარებს.

0.121928