“რუსთავმა” ეროვნული ლიგა-2-ის 34-ე ტურში გასვლაზე 1:0 სძლია ბოლნისის “სიონს” და ეროვნულ ლიგა 1-ში გადასვლა, ფაქტობრივად, გაინაღდა. თამაზ სტეფანიაზე გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი დათა სიჭინავამ გაიტანა.
სიჭინავა ცალკე აღნიშვნას იმსახურებს – ეროვნული ლიგა 2-ის უდავოდ გამორჩეული ფეხბურთელი და საუკეთესო ბომბარდირია 29 გოლით. ფაქტობრივად, ყველა გადამწყვეტი ბურთი მან მიითვალა.
ვარლამ კილასონიას გაწვრთნილი “რუსთავი” 4 ქულით უსწრებს მარტვილის “მერანს”, რომელიც სამი წრის განმავლობაში ლიდერობდა და უმთავრეს ფავორიტად მიიჩნეოდა.
“მერანი” პლეი ოფში ითამაშებს: სავარაუდოდ, ფოთის “კოლხეთთან”. კიდევ ერთ პლეი ოფში კი, ბოლნისის “სიონი”, ალბათ, ბათუმის “დინამოს” შეხვდება.
ლიგა 2-ის სხვა თამაშებიდან აღსანიშნავია “მეშახტეს” 2:0 გამარჯვება ‘სამგურალთან”. მეცხრე ადგილისთვის ბრძოლა უფრო დაიძაბა. ბოლოზე, მეათეზე გასული კი ავტომატურად ვარდება.
ასევე ინტრიგაა მეშვიდე პოზიციისთვის. “ცხინვალი”, ან “გურია”. ერთ-ერთს პლეი ოფში მოუწევს თამაში ადგილის შესანარჩუნებლად.
34-ე ტური
მეშახტე (ტყიბული) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 ხარაბაძე (47), 2:0 ენდელაძე (50)
სიონი (ბოლნისი) – რუსთავი 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 სიჭინავა (64)
მერანი (მარტვილი) – გურია (ლანჩხუთი) 3:0 (1:0)
გოლები: 1:0 რ.ბარაბაძე (36). 2:0 მაისაშვილი (70), 3:0 თოლორდავა (87)
ცხინვალი – სამგურალი (წყალტუბო) 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 კოკაია (61), 2:0 ლ.ბარაბაძე (90)
გაგრა – ზუგდიდი 0:0