კალათბურთი

13:12 | 17.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზუროსის კიდევ ერთი თავსატეხი: დუდა სანაძემ სეზონი დაასრულა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი დუდა სანაძე ტრავმირებულია. როგორც “ფლექს პისტოიას” ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, დუდას მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები აქვს დაზიანებული და აღდგენითი პროცესი სეზონის ბოლომდე გასტანს. სანაძემ ტრავმა იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში “რეჯანასთან” შეხვედრაში მიიღო.

ეს დიდი დარტყმაა საქართველოს ნაკრებისთვის – ილიას ზუროსის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს იწყებს, თუმცა განახევრებული შემადგენლობით.

მაგალითისთვის, საქართველოს ნაკრებს კარს მომდგარ ორ მატჩში გიორგი შერმადინი, თორნიკე შენგელია, დუდა სანაძე, გიორგი ცინცაძე და ბექა ბურჯანაძე ვერ დაეხმარებიან. გარდა ამისა, ვიქტორ სანიკიძემ და ზაზა ფაჩულიამ სანაკრებო კარიერა დაასრულეს.

მოკლედ, ილიას ზუროსს ფაქტობრივად თავიდან მოუწევს გუნდის აწყობა.

0.116649