ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “ბოსტონ სელტიკსთან” 88:92 წააგო. “კელტებმა” ზედიზედ მე-14 შეხვედრა მოიგეს.
ზაზა ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 18 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 6 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი შესძინა. ფაჩულიამ 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო. ზაზას თავის გუნდში ყველაზე მაღალი ეფექტიანობის (+16) მაჩვენებელი ჰქონდა.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. “მეომრები” 88:86-ს იგებდნენ, ბოსტონელებმა ჯერ გათანაბრეს და შემდეგ მატჩის დასრულებამდე 14 წამით ადრე კაირი ირვინგმა ორი საჯარიმო ქულა ჩააგდო. შემდეგ დურანტმა ააცილა ორქულიანი და “გოლდენ სტეიტმა” მიმდინარე სეზონში მეოთხე შეხვედრა წააგო.
მატჩში ყველაზე მეტი 24 ქულა კევინ დურანტმა მიითვალა. “ბოსტონში” ალ ჰორფორდი 18 ქულით და 11 მოხსნით გამოირჩა. სტეფ კარის მხოლოდ 9 ქულა ჰქონდა.
მომდევნო მატჩში “გოლდენ სტეიტი” გასვლაზე “ფილადელფიას” დაუპირისპირდება, თამაში 19 ნოემბერს თბილისის დროით 04:30 საათზეა ჩანიშნული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დღევანდელ დღეზე არაფერი იდება?
ზაზა როგორც კი გაყავს მაშინვე გაქცევას აკეთებს მოწინააღმდეგე, არააქვს მნიშვნელობა ვის ეთამაშებიან დაკვირვებული ვარ სულ ასეა, ბოსტონთანაც ზაზა რომ გავიდა 66-51 იგებდა გოლდენი და 2 წუთში გაანიავეს ეს უპირატესობა. ზაზა რომ არაა ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა ამ ძირითადი ხუთეულიდან გუნდში გასაგებია, მაგრამ ისიც ფაქტია რომ გოლდენის ვერც ერთი ცენტრი, მაკგი იქნება ვესტი თუ სხვა დაცვითი პოტენციალით თუ პასის კულტურით ზაზასთან ვერ მივა, ინტელექტზე საუბარიც ზედმეტია ვფიქრობ ინტელექტით ზაზა NBA-შიც ერთერთი გამორჩეულია.
ზაზა, ნელ ნელა უნდა უმატო ჩატენვებს მეგობარო ! ! !
ქება და ქება ბოსტონს მეტი რა ეთქმის ამ ბიჭებს ბრძოლისთვის
მაგრამ მიუხედავად ამ მოგებისა სუპერფინალში ეს ორი გუნდი რო შეხვდეს ერთმანეთს მაქსიმუმ 1 თამაშის აღება შეძლოს ბოსტონმა.
ბოსტონის თამაში დაახლოებით იყო მისი შესაძლებლობების 80%
ხოლო გუშინდელი გოლდენის თამაში იყო რეალური გოლდენის 30-40 პროცენტი
თან იყო ძალიან ბევრი საკამათო ეპიზოდები გოლდენის საწინააღმდეგოდ და ასევე კერის შეცდომები და შეიძლება ითქვას მეტოქის დაუფასებოლობა.
ერრთადერთი კაცი ამ თამაშში ვინც თავის თავთან ყველაზე ახლოს იყოი ამ თამაშში იყო დურანტი და მთელი მესამე პერიოდის ნახევარი და მეოთხე პერიოდის საწყისი ნახევარი მოედანზე არ შემოუყვანია და მაგ დრო იყო სწორედ ბოსტონის გაქცევები
ძალიან კარგი გუნდია ბოსტონი წელს ალბათ საუკეთესო ფორმაში შევიდა, თუმცა ამ ფორმის შენარჩუნება სეზონის ბოლომდე თითქმის შეუძლებელია, აგრეთვე გასათვალისწინებელია შესაძლო
ტრამვიანობაც.
მიუხედავად იმისა რომ ბოსტონი არ მგონია ფავორიტი სუპერფინალისთვის და ბეჭდებისთვის, თუ
რეგულარულს ისე ჩაამთავრებენ რომ რაიმე რეკორდი დაამყარონ, ეს მოთამაშეებს გამარჯვების მენტალიტეტს ჩამოუყალიბებს, რაც ჯერჯერობით არცერთ კალათბურთელს არ გააჩნია ( ირვინგი კლივლენდში არ ყოფილა გამარჯვების მომტანი), ყველა ტაქტიკას ჯერჯერობით საშუალოზე უკეთესად თამაშობს გუნდი ( შემტევ და დაცვით ტაქტიკას).
კალათბურთში ყოველთვის ორ გუნდს ვბალეიშიკობდი ელეი და ბოსტონი იმედია წელს ელეი უეჭველად რაეს ვერ იზამს და ბოსტონმა მაინც ითამაშოს კონკურენტულ დონეზე სუპერფინალი
ყოჩაღ ჩემ ბიჭებს...ბრაუნი წელს სხვა დონეზე გავიდა არამარტო დაცვით შეტევაშიც მაგარი გახდა....მალე დადგება ის დრო როცა ბრაუნს საუკეთესო მცველებში მოიხსენიებენ....ნუ კაირი დონეა მთელი თამაში ჭამდნენ რასაც ქვია მაგრამ ბოლო წუთებში მაინც გააკეთე თავისი....მიუხედავად ამ მოგებისა პლეიოფში დიდი ამბიცია მაინც არ მაქვს და ვთვლი რომ კავსთანაც მაქსიმუმ ორი შეხვედრის მოგება იქნება ღმერთმა ქნას ვცდებოდე....ისე ოკაფორი გამოეშვა ფილას და სტივენსი როგორ მოხოდავდა ამას ჩემი თქმაც არ ჭირდება....მომეწონა ქვემოთ მისი შეფასება "მომავალი პოპოვიჩი"
გოლდენის ვარსკვლავობამ ცუდად ითამაშა და ეს არის წაგების მთავარი მიზეზი, მაგრამ ზაზას გაყვანის შემდეგ ათამაშდა ჰორფორდი და მოიშალა გოლდენის დაცვა.
სტივენსი იმიტოა ძაან მაგარი რო კარიმ და ტომპსონმა საშინლად ითამაშეს გოლდენის დონის რესურსი რო არ აქ ფაქტია მარა სტივენსი დონე მწვრთნელია ბრავო და ბრავო
23-შია ოკლაჰომა-ვორიორსი.აი მანდ ნამდვილ ვორიორს ვიხილავთ.გამხეცებული დურანტითა და სფლეშ ბრაზერსით.ვალი უნდა დამიბრუნონ ბიჭებმა,5ზე ტყუილად გამაღვიძეს დღეს.
23-ში თავისავე დარბაზში გაუდონ რასელასა და დაუნახავ ოკლაჰომელებს.
"ბრუკლინთან" იქნება გავარჯიშება :დდდ
ამ თამაშშმა აჩვენა ერთი ის,რომ ბოსტონი 4-0-ს წააგებს სუპერფინალში თუ გავიდა.მეორე ის აჩვენა რომ ნებისმიერ გუნდთან აღმოსავლეთშიც კი ბრძოლა მოუწევს პლეიოფში.წელს არ ჩანან სუპერფინალში გამსვლელები.ფაქტია,კარიმ და ტომპსონმა კარიერის ერთ-ერთი უცუდესი მატჩები ჩაატარეს,დურანტმა ნახევარიც ვერ ითამაშა თამაშის.ანუ იმის თქმა მინდა,რომ ლიდერები გოლდენის ფიზიკურად კი იყვნენ მოედანზე,სხვანაირად არა და მაინც თანაბარი თამაში და ძლივს მოიგო ბოსტონმა.მარტივი მაგალითი გოლდენის სიძლიერისი.არცერთს არ წაუვიდა თამაში,მათ შორის არც დურანტს,მიუხედავად 22 თუ 24 ქულისა და ძლივს მოიგო ბოსტონმა.
+ ამ მოგებამ შარშანდელი კავსი საშობაო მოგება გამახსენა გოლდენთან... წვალებით...
გოლდენთან რო შანსი გქონდეს არაადამიანური დაცვა უნდა ითამაშო და შეტევაშიც კარგი უნდა იყო ...
იმიტომაც ვიძახი გოლდენს გააჩერებს ხუთეული ვინც მაგრად იცავს თავს და შეტევაშიც დონეა...
ამ ეტაპზე დაახლოვებით ასეთი ხუთეული
კონლი, ბრედლი, ჯიმი, კავაი, დევისი.
აი ეს ხუთეული ყველა მაგარი შემტევი, ყველა მაგარი დამცველი
"ოკლაჰომასთან" გასვლაზე თამაშს ველოდები სულმოუთქმენლად
კარის 9 ქულა ყველაფერს ამბობს. არაუშავს, ისწავლიან შეცდომებზე. ზაზას რომ დააფარეს გამიტყდა, მაგრამ სამაგიეროდ გადატენვამ გაასწორა.
zaza ro gaikvana magis mere daerxa goldens bevr kulas ver aketebs mara roca moedanzea sasrol poziciebs utavisuplebs tavisi blokebit da mashin kris goldeni kvelaze bevrs.
აი მესმის
სერიოზული განაცხადი იყო
ბარსა La Albiceleste-ს ვეთანხმები... რესუსრი არ ჩანს ბოსტონში მეტის..
სტივენსი მომავალი პოპოვიჩია .......
ქებადაქება ბოსტონს და სტივენსს. გოლდენის +17-ის მერე ვინ იფიქრებდა 19-0 თუ გააკეთებდა გაქცევას. იქ ბრაუნმა იკაცა ბევრჯერ. საპირირისპიროდ სტეფმა კარიერის უცუდესი მატჩი დადო, არც ტომპსონმა დააკლო, ერთადერთი კეიდი ცდილობდა რამეს გრინთან ერთად. ნუ იქ მსაჯებს რომ ჰქონდათ მიქარვები სელტიკის სასარგებლოდ ადვილი დასანახი იყო, მაგრამ ბოსტონმა დაიმსახურა ამ შედეგის დადგომა. კაირი ბოლო წუთების კაცია ბევრჯერ გამოჩნდა ეს.
"დუხი" აქვთ, რესურსი არა
გორდონას გარეშე მაგრად გაჭირდება ფაქტია. რაც არ უნდა მელაპარაკონ რომ გორდონის ტრავმით ბიჭები უფრო გაიხსნენო, კი მომატებული აქვთ მაგრამ ამ გუნდს + ჰეივარდი და პიზდეც.ძალიან მაგარი გუნდი იქნებოდა. ისე არ დაგავიწყდეთ, ბოსტონს ერთი პიკი აქვს შემორჩენილი
მომავლის გუნდია წელს ვერც სუპერფინალში გავლენ ასე მგონია
ბოსტონი აღარ ხუმრობს მგონი...
ფილასთან კარგი თამაში იქნება.
ემბიდმა 23 წლის ასაკში ისეთი თამაში ითამაშა როგორიც ნბა ს ისტორიაში არასდროს არავის არ ქონია,
45+ 15+ 7+ 7+ ერთადერთია ლიგაში ვისაც რეალურად შეუძლია ოთხმაგი დადოს.
ჰოვარდს ქონდა 23 წლის ასაკში 19 მოხსნა 10 ბლოკი, 30 ქულა 3 პასი...
კი ბევრს ქონია მაგარი სტატისტიკა, ესეთი არ ქონია არავის 45 ქულაზე მეტი და რა კიდე რაც წერია
შაკის სტატი ნახე
0?'>https://www.basketball-reference.com/boxscores/199311200NJN.html':'>https://www.basketball-reference.com/boxscores/199311200NJN.html'))
21 წლის ასაკში 28 მოხსნა, 15 ბლოკი, 24 ქულა, 3 პასი
კი მარა ემბიდს პასის კულტურაც მაღალ დონეზე აქვს მარტო სამწამიანის ხარჯზე არ აგროვებს ქულებს
შაკს არ ვადარებ უბრალოდ მართლა შესწევს მაგ ბიჭს იმის ძალა რო მეოთხე კომპონენტშიც (პასი) რამე ქნას .... ნუ ვესტბრუკისაც და ჰარდენსაც შესწევს მე4 კომპონენტის დაძლევის ძალა დაკარგვებს ვგულისხმობ ამჯერად რაღათქმაუნდა ;დ
რათქმაუნდა შაკთან შედარებით დახვეწილია... არა მაგარია რათუნდა ბევრი დავა.. ეგ თაუნსი და ჯოკიჩი. მაგათია ლიგა მომავალში...
ლონზო და ბენ სიმონსი კიდე იმენა ტრიპლდაბლა ტიპები მოდიან
სიმონსი ბაზარი არაა ყველაზე მეტად მევასება რუქებში და ლონცოსი გჯერა რო იმედებს გაამართლებს? საინტერესო იქნება შენი აზრი მაგ ბიჭზე.. ჩაქლიავებული მამამისის გარეშეც მგონია რო ძაან პიარია ეგ ბიჭი ნორმალური გამთამაშებელი დადგება მარა არა ისეთი როგორსაც ელიან
სროლა თუ გამოასწორებს დადგება კაი იგროკი...
ჯერ ადრეა ვარაუდები.. ფაქტია რო პოტენციალი აქვს...
15 ბლოკი უკვე არააადამიანობააააა
ზაზა დონეა ძაან მაგრად ითამაშა რო გაადატენა ბოსტონს ვაფშე მაგრად გაასწორა.სტივენსი რაღაც სხვა დონეზეა 41 წლის არი ჯერ და მშვენიერ გუნდშიც არის.ჰიუსტონს თუ წაუვიდა ვერც კლივლენდი გოლდენ ი ვერ გააჩერებს მაიკლა კია ყ მარა შეტევა მართლა ესმის მაგ კაცს 2 მეოთხედში 90 ქულა ღადაობ.ჩიკაგომ გუშინ პირველ მეოთხედში 7 ქულა ჩააგდო იმენა არმიაა დდდდ