ფეხბურთი

0:20 | 17.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნაბილ ფეკირი – ლიგა 1-ის ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშე

საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ნაციონალურმა კავშირმა “ლიონის” შემტევი ნახევარმცველი ნაბილ ფეკირი, ლიგა1-ის ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

24 წლის ფეხბურთელმა გასულ თვეში 3 შეხვედრა ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. მან ზემოხსენებულ ნომინაციაში “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდ ედინსონ კავანის და “მარსელის” ნახევარმცველს ლუის გუსტავოს აჯობა. ხმები ასე გადანაწილდა: ფეკირი 39%, კავანი 32%, გუსტავო 29%.

მთლიანობაში კი, ნაბილმა მიმდინარე ლიგა 1-ში 11 შეხვედრა ჩაატარა, ამდენივე გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ რადამელ ფალკაოს და ედინსონ კავანის ჩამორჩება, რომელთა ანგარიშზეც 13-13 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109609