ფეხბურთი

23:16 | 16.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ადურისი “ბილბაოში” 2019 წლამდე დარჩება

ვეტერანმა თავდამსხმელმა არიც ადურისმა “ბილბაოსთან” ხელშეკრულება გაახანგრძლივა. ბასკური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 36 წლის ფეხბურთელი “სან მამესზე” 2019 წლის 30 ივნისამდე დარჩება და მისი გამოსასყიდი თანხა 40 მილიონი ევრო იქნება.

ცნობისთვის, ადურისი “ბილბაოს” 2012 წელს “ვალენსიადან” შეუერთდა. მან ამ დროის განმალობაში “ლომების” მაისური 337-ჯერ მოირგო და 154 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი 19 შეხვედრის ჩატარება მოასწრო და 9 ბურთი შეაგდო.

0.11204