ჩოგბურთი

20:34 | 16.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა მესამეც მოიგო

წლის შემაჯამებელი ტურნირის ბ ჯგუფში როჯერ ფედერერმა მესამე შეხვედრაც მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა. ამჯერად შვეიცარიელმა ხორვატი მარინ ჩილიჩი 6:7, 6:4, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა 1 საათსა და 57 წუთს გაგრძელდა.

ნახევარფინალში როჯერის მეტოქე ჯერჯერობით ცნობილი არ არის და ეს მას შემდეგ გაირკვევა, როდესაც ა ჯგუფში ტიმი-გოფინის ორთაბრძოლაში გამარჯვებული გამოვლინდება. ბ ჯგუფის მეორეადგილოსანის ვინაობას ზვერევი-სოკის მატჩში გაირკვევა, რომელიც 17 ნოემბერს 00:15 საათზე დაიწყება.

ტურნირის საპრიზო ფონდი 8 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

ბ ჯგუფი:

1.

როჯერ ფედერერი

3

3

0

6:2

3

2.

ალექსანდრ ზვერევი

2

1

1

3:3

1

3.

ჯეკ სოკი

2

1

1

2:3

1

4.

მარინ ჩილიჩი

3

0

3

3:6

0

0.105226