კალათბურთი

20:04 | 16.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ატლანტას” ისტორიული გამარჯვება

“ატლანტა ჰოუქსმა” ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მატჩში შინ “საკრამენტო კინგზი” 46-ქულიანი სხვაობით, 126:80 დაამარცხა და ეს, “ატლანტა ჰოუქსის” ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით მოგებული თამაშია.

ამ შეხვედრამდე ჯორჯიელებმა ყველაზე დიდი 44-ქულიანი სხვაობით გამარჯვება სამჯერ დააფიქსირეს:

“ატლანტა” – “დეტროიტი” 141:97 (1993/94)

“ატლანტა” – “ბალტიმორ ბულეტსი” 144:100 (1964/65)

“ატლანტა” – “დეტროიტი” 145:101 (1957/58)

0.11774