ფეხბურთი

11:25 | 16.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

დე როსის საქციელმა შვედები გააოცა

იტალიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა დანიელე დე როსიმ შვედებს იტალიელი გულშემატკივრების საქციელის გამო ბოდიში მოუხადა. საქმე ის გახლავთ, რომ “სკუადრა აძურას” გულშემატკივრებმა მოწინააღმდეგე გუნდის ჰიმნის დროს სტვენა დაიწყეს.

“დე როსი ჩვენს ავტობუსში ამოვიდა, ეს ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მომენტი იყო. ამ საქციელმა ნამდვილად გაგვაოცა. ის ჯენტლმენურად მოიქცა - მოგვილოცა და ბოდიში მოგვიხადა ზოგიერთი გულშემატკივარის საქციელის გამო, რომლებმაც ჩვენი ჰიმნის დროს დაგვისტვინეს”, - განაცხადა შვედმა მცველმა პონტუს იანსონმა.

34 წლის მოთამაშემ იტალიის ნაკრებში მოღვაწეობა სწორედ შვედეთთან დაპირისპირების შემდგომ დაასრულა.

0.116707