იტალიური “მილანის” ყოფილი ნახევარმცველი ვიკაშ დორასო ფრანგულ SFR Sport 1-თან საუბრისას “როსონერიში” გატარებულ პერიოდს იხსენებს. საინტერესოა, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ამჟამად თბილისის მერი, კახა კალაძე ახსენა.
დორასოს განცხადებით, კალაძემ იგი გატუზოსგან დაიცვა:
“კალაძე ჩემთან ახლოს ცხოვრობდა და ამიტომ “მილანელოზე” მას მივყავდი. საჭეს ის მართავდა, თუმცა არასდროს მელაპარაკებოდა. ერთ დღეს, ვარჯიშზე ჯენარო გატუზოსთან შელაპარაკება მომივიდა და იგი ხელით შემეხო.
ვარჯიშის დასრულების შემდეგ კალაძე მივიდა მასთან და უთხრა:
“თუ შემდეგში იგივეს გააკეთებ, დედას მ********”, - უთხრა დორასომ ფრანგულ ტელეარხს.
ვიკაშ დორასო “მილანში” 2004-2005 წლების სეზონში თამაშობდა, თუმცა იტალიაში თავი ვერაფრით დაიმკვიდრა. 13 თამაშის (0 გოლი) შემდეგ ფრანგს აპენინის დატოვება მოუწია.