თბილისის “დინამომ” ფიბა ევროპის თასზე მორიგი მარცხი განიცადა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში “კლუჟ ნაპოკასთან” საგარეო მატჩში დიდი ანგარიშით დამარცხდა.
რუმინელებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და პირველივე ტაიმში სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს. მასპინძლებმა პირველ და მეორე პერიოდში ექვს-ექვსი ქულით იმარჯვეს და შესვენებაზე 12-ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ.
მეორე ნახევარშიც არაფერი შეცვლილა. “კლუჟ ნაპოკა” თბილისურ კლუბს მთელი თავით აღემატებოდა. რუმინელებმა მესამე პერიოდში საკუთარი უპირატესობა კიდევ ხუთი ქულით გაზარდეს, დასკვნით პერიოდში კი ექვსქულიანი სხვაობით მოგვიგეს და საბოლოო ჯამში 97:74 იმარჯვეს.
ქართველებს ყველაზე მეტი პრობლემა ლასან კრომამ (20 ქულა, 4 მოხსნა, 2 გადაცემა, 4 ჩაჭრა) და ანდრეი კალნიჩენკომ (20 ქულა, 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა) შეუქმნეს. “დინამოს” რიგებიდან კი ყველაზე შედეგიანები ნიკოლა გაჩეშა (14 ქულა, 8 მოხსნა, 2 გადაცემა) და გიორგი შარაბიძე (14 ქულა, 4 მოხსნა) იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ “დინამო” ფიბა ევროპის თასის E ჯგუფში “კლუჟ ნაპოკასთან”, “ისტამბულთან” და “ლუკოიკ აკადემიკთან” ერთად ასპარეზობს. ქართულ კლუბს ხუთი ტურის შემდეგ ამდენივე მარცხი აქვს. მომდევნო ტურში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი 6 დეკემბერს “ისტამბულს” უმასპინძლებს.
კლუჟ ნაპოკა - დინამო 97:74 (19:13; 28:22; 22;17; 28:22)
სატურნირო მდგომარეობა
1. | კლუჟ ნაპოკა | 5 | 4 | 0 | 0 | 1 | 444:381 | 9 | |
2. | ისტანბული | 5 | 4 | 0 | 0 | 1 | 394:369 | 9 | |
3. | ლუკოილ აკადემიკი | 5 | 2 | 0 | 0 | 3 | 363:382 | 7 | |
4. | დინამო | 5 | 0 | 0 | 0 | 5 | 332:401 | 5 |