თბილისის “შევარდენი 1906” ეროვნულ ლიგა 2-ში გადავიდა. გიორგი კიკნაძის გაწვრთნილებმა ლიგა 3-ის ბოლოსწინა ტურში გაინაღდეს ჩემპიონობა.
“შევარდენი 1906”-მა საჩხერეში “ჭიათურას” 1:0 მოუგო გამოცდილი დავით ოდიკაძის 83-ე წუთზე გატანილი გოლით და ოთხი ქულით გაუსწრო მდევრებს, წინ კი მხოლოდ ერთი ტურია.
“შევარდენი 1906” შარშან აღსდგა და მაშინდელი მეორე ლიგა მოიგო, რითაც ამ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. და აი, კლუბი მარტიდან უკვე რანგით მეორე ლიგაში გამოვა.
“შევარდენი 1906” საშინაო მატჩებს დუშეთის სტადიონზე ატარებს. კლუბის პრეზიდენტი ჩვენი კოლეგა გეგი კიკაბიძე გახლავთ და მასაც ვულოცავთ!
აქვე, მოსალოდნელ პლეი ოფებზეც. ლიგა 3-ში მეორე-მესამეზე გასულები “ნორჩი დინამო” და “თელავი” ლიგა 2-ის მერვე და მეცხრე პოზიციებზე გასულებს შეხვდებიან.