ფეხბურთი

17:29 | 15.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

სანდროს და ანდროს გოლები უკრაინაში

პოლტავის “ვორსკლამ” ამხანაგურ მატჩში 5:2 სძლია უკრაინის მეორელიგელ “სუმის”. გამარჯვებულთა შორის ქართველები გამოირჩნენ. სანდრო კობახიძემ ორი გოლი გაიტანა, ერთიც ანდრო გიორგაძემ დაამატა.

კობახიძეს ტრავმა აწუხებდა და უკრაინის ჩემპიონატის წინა ტურის მატჩები ამიტომ გამოტოვა. გიორგაძეზე კი შეგახსენებთ, ის ზაფხულში მარტვილის “მერანიდან” გადავიდა უკრაინის უმაღლესლიგელ “ვორსკლაში”.

გიორგაძე 21 წლის მცველია. უკრაინის მთავარ ლიგაში ჯერ არ უთამაშია და ვნახოთ, შესაძლოა, დააწინაურონ.

0.104563