ფეხბურთი

18:19 | 15.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუ ბელგიის ნაკრების საუკეთესო მეგოლეა

“მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევი რომელუ ლუკაკუ ბელგიის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი გახდა. იაპონიასთან მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაში (1:0) გატანილი გოლი, ლუკაკუსთვის ეროვნული გუნდის მაისურით 31-ე გამოდგა, რაც ბელგიის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

ლუკაკუმ პოლ ვან ჰიმსტსა და ბერნარ ვორჰოფს გაასწრო, რომელთაც 30-30 გოლი ჰქონდათ გატანილი. ვორჰოფი ნაკრებში 1928/40 წლებში თამაშობდა, ხოლო ვან ჰიმსტი – 1960/74 წლებში.

24 წლის ლულკაკუს ბელგიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 65 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.120403