თამაშგარე

14:53 | 15.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

კლაუდია რომანიმ “სკუადრა  აძურა“ გათათხა

2018 წლის საფეხბურთო მუნდიალზე ვერგასვლის გამო სრულიად იტალიის საფეხბურთი სამყარო ძაძით შემოსილა და აპენინის ნახევარკუნძული გლოვას მოუცავს. “სკუადრა აძურას“ შვედეთის ნაკრებთან პლეი-ოფში მარცხს გულდათუთქული ტიფოზერიის გარდა, იტალიელი ლამაზმანებიც გლოვობენ.

იტალიელმა მოდელმა და მსახიობმა, კლაუდია რომანიმ ნაკრების წყევლა-კრულვის შემდეგ აღიარა, რომ ამ ფორმაციის “აძურასგან“ ის დიდ წარმატებას ნამდვილად არ ელოდა, თუმცა ისიც ვერ წარმოედგინა სკანდინავიელებთან ასე უილაჯოდ და უგოლოდ თუ გამოვარდებოდნენ.

კლაუდიას ფეხბურთი ნამდვილად ძალიან უყვარს, მის მშობლიურ იტალიის საფეხბურთო ნაკრებსაც ქომაგობს და სხვათა შორის, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, მსაჯის ლიცენზიასაც კი ფლობს.

რაც შეეხება ახლანდელ ენამწარეობას, ამისთვის ნუ დავძრახავთ, რადგან ბრაზის მიზეზი ზომაზე მეტი აქვს. ისე კი, კლაუდიას ბურთის იტალიელი მაგორებლების მიმართ სითბო და სიყვარული რომ არასდროს დაუშურებია, ამაში თვით პიპო ინძაგიც დაგვემოწმება...

0.189274