ფეხბურთი

11:49 | 15.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასის ფინალს გორი უმასპინძლებს

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი 2 დეკემბერს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

თასისთვის ერთმანეთს საჩხერის "ჩიხურა" და ქუთაისის "ტორპედო" დაუპირისპირდებიან. მატჩი 15:15 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი ინიციატივის მიხედვით, უკვე ზედიზედ მესამე სეზონია, რაც თასის ფინალი თბილისს გარეთ, რეგიონში ტარდება - გორამდე მსგავსი პატივი ქუთაისსა და ზესტაფონს ერგოთ.

gff.ge

0.122675