გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სამი შეხვედრა გაიმართა.
“ბოსტონმა” მიმდინარე სეზონში ზედიზედ მე-13 შეხვედრა მოიგო. ამჯერად “კელტებმა” გასვლაზე “ბრუკლინი 109:102 დაამარცხეს. ამ შეხვედრაში ბოსტონელებს გუნდის ლიდერი კაირი ირვინგი დაუბრუნდათ, რომელმაც დამცავი ნიღბით ითამაშა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “ბოსტონმა” 28:19 მოიგო. კაირი ირვინგმა გუნდს 25 ქულა და 5 პასი შესძინა. “ბრუკლინში” 19 ქულით ჰარისი გამოირჩა. “ბოსოტონი” 13 მოგებით და 2 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.
“ჰიუსტონი” შინ “ტორონტოსთან” 113:129 დამარცხდა. მატჩში გარდამტეხი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც კანადელებმა 45:31 მოიგეს. ჯეიმს ჰარდენმა 38 ქულა, 11 პასი და 6 მოხსნა მიითვალა. “ტორონტომ” კი უფრო გუნდური კალათბურთი ითამაშა, ექვსმა კალათბურთელმა მინიმუმ 12 და მეტი ქულა ჩააგდო, მათ შორის ყველაზე მეტი, 27 ქულა დემარ დეროზანის ანგარიშზეა.
“ბრუკლინი” – “ბოსტონი” 102:109 (21:30, 31:22, 19:28, 31:29)
https://www.youtube.com/watch?v=CGzjAsj9_9w
“ჰიუსტონი” – “ტორონტო” 113:129 (33:31, 31:45, 30:27, 19:26)
https://www.youtube.com/watch?v=Q6vkQG5KsDU
“დალასი” – “სან ანტონიო” 91:97 (16:17, 23:27, 21:18, 31:35)
https://www.youtube.com/watch?v=Ci19pBh27dY