კატალონიის “ბარსელონა” მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელ ანტუან გრიზმანს პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა. როგორც Sky Sports-ი იტყობინება, “ბლაუგრანა” ფრანგ შემტევს პირად ხელშეკრულებაზე ესაუბრა და მასთან შეთანხმებასაც მიაღწია.
კერძოდ, გრიზმანი “ბარსელონაში” დამდეგ ზაფხულს გადაბარგდება, 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში ანაზღაურების სახით 20 მილიონ ევროს მიიღებს.
გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ “ატლეტიკო” ანტუანის სანაცვლოდ 200 მილიონი ევროთი შეივსებს ბიუჯეტს. შეგახსენებთ, ანტუან გრიზმანის “ბარსელონაში” შესაძლო გადასვლაზე საუბარი ნეიმარის პსჟ-ში გაყიდვის შემდეგ დაიწყო.