ფეხბურთი

22:50 | 14.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგის პრეზიდენტი: “მესიმ “ბარსელონასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა”

ლიონელ მესიმ “ბარსელონასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. აღნიშნულ ინფორმაციას ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ავრცელებს. როგორც ესპანეთის ჩემპიონატის ხელმძღვანელმა განაცხადა, მისი ინფორმაციით, არგენტინელი და კატალონური გრანდი თანამშრომლობას აგრძელებენ.

“მესიმ “ბარსელონასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. არ ვიცი, როდის დადასტურდება ეს ინფორმაცია ოფიციალურად, მაგრამ ვიცი, რომ ასეა”, - თქვა ტებასმა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე იგივეს “ბარსას” პრეზიდენტი ხოსეპ ბართომეუც ამტკიცებდა. მისი განცხადებით, ახალ ხელშეკრულებას ხელი მესის მამამ მოაწერა, რომელიც შვილის უფლებებს განაგებს. თუმცა, შემდეგ “ბარსელონას” პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა აგუსტი ბენედიტომ ბართომეუ ტყუილში დაადანაშაულა და თქვა, რომ ლიონელს და არც მამამისს არანაირ კონტრაქტზე ხელი არ მოუწერიათ.

ლიონელ მესის “ბარსელონასთან” ხელშეკრულება 2018 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11418