ფეხბურთი

22:23 | 14.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ნაკრებში ანჩელოტის ელოდებიან

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია კარლო ანჩელოტისთან მოლაპარაკებებს დაიწყებს. აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ის ჟურნალისტი ტობიას ალტშეფლი ავრცელებს.

როგორც გერმანელი მიმომხილველი წერს, იტალიის ფეხბურთის ფედერაციასა და გამოცდილ სპეციალისტის შორის შეხვედრა უახლოეს პერიოდში შედგება.

საგულისხმოა, რომ “სკუადრა აძურას” მთავარი მწვრთნელი ჯერ კიდევ ჯან პიერო ვენტურაა, რომელსაც მთავარი მწვრთნელის პოსტი არ დაუტოვებია. თუმცა, იტალიური მედია დარწმუნებულია, რომ ვენტურას გარდა პოსტის დატოვება ფედერაციის პრეზიდენტ კარლო ტავეკიოსაც მოუწევს.

აქვე გეტყვით, რომ ანჩელოტის, რომელიც ახლა უმუშევარია, ხორვატიის ნაკრების თავკაცის პოსტზე იწვევდნენ, მაგრამ ახლახან გავრცელებული ცნობით, ხორვატიას მუნდიალზეც ზლტაკო დალიჩი გაწვრთნის.

კარლო ანჩელოტის გარდა იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანტონიო კონტეს, რობერტო მანჩინისა და მასიმილიანო ალეგრის კანდიდატურები განიხილება.

0.130736