დევისის თასის ფინალში საფრანგეთი ბელგიას დაუპირისპირდება და მწვრთნელებმა საბოლოო შემადგენლობები დაასახელეს.
საფრანგეთი: ჟო-ვილფრიდ ცონგა იქნება, ლუკა პუი, ნიკოლა მაიუ, პიერ-იუგ ერბერი.
ბელგია: დავიდ გოფინი, სტივ დარსი, რუბენ ბემელმანსი, არტურ დე გრეფი.
ფინალი საფრანგეთის ქალაქ ლილში 24-26 ნოემბერს გაიმართება.
საფრანგეთს დევისის თასი ცხრაჯერ აქვს მოგებული (1927, 1928, 1929, 1931, 1932, 1991, 1996, 2001), ხოლო ბელგია ორჯერ ფინალში დამარცხდა (1904, 2015).