ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში “დენვერის” ფორვარდი ნიკოლა იოკიჩი და აღმოსავლეთში “დეტროიტის” კალათბურთელი ტობიას ჰარისი დაასახელეს.
გასულ კვირას “დეტროიტმა” სამივე შეხვედრა მოიგო, ჰარისი კი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 21.3 ქულას და 7.7 მოხსნას აგროვებდა.
სამივე შეხვედრა მოიგო “დენვერმაც”, იოკიჩი 22.7 ქულას, 13.3 მოხსნას და 5.7 პასს აკეთებდა.