ჩოგბურთი

21:03 | 14.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი დამარცხდა და ტურნირიდან მოიხსნა

წლის შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე რაფალ ნადალი თავის პირველ შეხვედრაში დავიდ გოფინთან 6:7, 7:6, 4:6 დამარცხდა და მატჩის დასრულების შემდეგ, მუხლის ტრავმის გამო, ტურნირიდან მოიხსნა. რაფას თანამემამულე პაბლო კარენო ბუსტა შეცვლის.

ნადალს მუხლის ტრავმა ჯერ კიდევ პარიზის მასტერსზე აწუხებდა.

“მუხლი ცუდ მდგომარეობაში მაქვს, ის უკეთ თამაშის საშუალებას არ მაძლევს. გოფინი რომც დამემარცხებინა, ტურნირის დატოვება მაინც მომიწევდა” - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ რაფამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12889