ფეხბურთი

16:35 | 14.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

რეგიონული ლიგა: ფეხბურთელის 6 გოლი ერთ მატჩში

რეგიონული ლიგის გ ზონის ბოლოსწინა ტურში, თბილისის "ვიტ ჯორჯია 2"-მა სტუმრად 9:0 მოუგო ბორჯომის "თორს". ეს შეხვედრა საინტერესო იმით იყო, რომ ერთმა ფეხბურთელმა ჰეთ-თრიქი მიითვალა, მეორემ კი - ორმაგი ჰეთ-თრიქი.

დიმიტრი ხუციანიძემ 6 გოლი გაიტანა, ხოლო ზურაბ მუსელიანმა - 3.

რეგიონულ ლიგაში გოლები მრავლად გადის და ასეთი ანგარიშებიც არცთუ იშვიათია. ხუციანიძის 6 გოლი რეკორდი არაა. ამავე სეზონში, "საბურთალო 2"-ის ფეხბურთელმა ბექა გვარაძემ 7 ბურთი გაუტანა გურჯაანის "ალაზანს". ის შეხვედრა 8:1 დასრულდა.

0.117743