ესპანელი მოდელი, ვანესა ლორენცო თავის დროზე ესპანეთის ბულვარულმა საზოგადოებამ კატალონიის “ბარსელონას“ ექს-კაპიტნის, კარლეს პუიოლის ტრფიალებით გაიცნო და დაახლოებით 5-6 წლის წინ, ამ წყვილს შორის გაჩენილი გრძნობის სერიოზულობაზე და ვნების ალმურზე, “ყვითელი“ მოკალმეები ძალუმად აწრიპინებდნენ კალამს.
უხიაგ და ავმეტყველ ხალხს ამქვეყნად რა დალევს? ევროპის ბულვარულ მედიაში გავრცელდა ჭორი რომ თითქოს ვანესა მაშინაც კი, როდესაც კარლესის მკლავებში ნებივრობდა, გულით, სულითა და ვნების ქარცეცხლით, “ბარსელონას“ დიად მომტერნე მადრიდის “რეალში“ მობურთალ კრიშტიანუ რონალდუზე ფიქრობდა და აბოდებდა.
პორტუგალიელ სუპერმეგოლეზე მთელს მსოფლიოში რომ გიჟდებიან ქალები - ეს არახალი ამბავია და ისიც აღარ გვიკვირს, რომ რონალდუმ ქალთა ყურადღება ისე კოხტად შეიფერა - თქვენი მოწონებული. მაგრამ, კატალონიელთა კაპიტნის მაშინ სატრფოს, ახლა კი უკვე ცოლის რონალდუსთან არარსებული ხვანცალი ყველა ჭორზე მაღლა დგას და ასეთ ავადმეტყველებასაც უნდა ჰქონდეს საზღვარი...