ფეხბურთი

12:30 | 14.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვენტურა: "თანამდებობას არ დავტოვებ"

იტალიის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩა. შვედეთთან (0:0) მატჩის შემდეგ ბევრი ფიქრობდა, რომ მთავარი მწვრთნელი ჯან პიერო ვენტურა პოსტს დატოვებდა, მაგრამ 69 წლის სპეციალისტი ასე არ მოიქცა.

მისი თქმით, იგი აგრძელებს იტალიის ნაკრებში მუშაობას:

“თანამდებობას არ ვტოვებ. ჯერ პრეზიდენტ კარლო ტავეკიოსთან უნდა ვისაუბრო. ასევე, მინდა ყველა ფეხბურთელს ცალ-ცალკე გავესაუბრო. როდესაც ფეხბურთში შედეგი არაა, მთავარი დამნაშავე მწვრთნელია, ეს ვიცი. მაგრამ, მე ვამაყობ, რომ ამ ბიჭებთან ერთად ვმუშაობ. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, მაგრამ ფეხბურთი ასეთია.

მადლობა სტადიონზე შექმნილი ფანტასტიკური ატმოსფეროსთვის და ბოდიშს ვუხდი იტალიელებს იმედგაცრუებისთვის”, - თქვა ვენტურამ.

შეგახსენებთ, იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფში შვედეთთან ორი მატჩის ჯამში (0:1) დამარცხდა და მუნდიალზე 60 წლის შემდეგ პირველად ვერ გავიდა. საერთოდ კი, მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატი მესამე იქნება, რომელიც “სკუადრა აძურას” გარეშე ჩაივლის.

0.121129