იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ალესანდრო დელ პიერო იტალიის ნაკრებში ანტონიო კონტეს დაბრუნების მომხრეა. როგორც “იუვენტუსის” ექსკაპიტანმა განაცხადა, კონტეს ნებისმიერი გუნდის წარმატებულად გაძღოლა შეუძლია.
“ანტონიო კონტეს ნებისმიერ გუნდში მუშაობა შეუძლა. მან დიდებული სამუშაო აჩვენა “ჩელსიში”, მანამდე იგივე გააკეთა “იუვენტუსსა” და იტალიის ეროვნულ ნაკრებში. ანტონიოს ინგლისში წარმატებებს ვუსურვებ, თუმცა იმედი მაქვს, რომ იტალიის ნაკრებში დაბრუნდება”, - აღნიშნა დელ პიერომ.
შეგახსენებთ, “სკუადრა აძურას” ამჟამად ჯან პიერო ვენტურა უდგას სათავეში, თუმცა თუ იტალია მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოხვდება, მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური გახდება.
იტალიის და შვედეთის ნაკრებთა საპასუხო შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.