საფრანგეთში მობურთალი ურუგვაელი შემტევის, ედინსონ კავანის ყოფილი ცოლი, მარის სოლედადი ქმართან განშორების შემდეგ დიდ იშტაზე იყო და ედისონზე ისეთ „კაი კაებს“ იძახდა, იმის მოსმენას ჭეშმარიტად ჯობდა, 20 წლის წინანდელი, ედუარდ შევარდნაძის რადიოინტერვიუების ციკლი მოგესმინა.
გამოხდა ხანი, ედინსონ კავანისათვის ორი შვილის გამჩენი მარისი „ტულკის პაჩებნიკივით“ მოჯდა და ახლა უკვე სრულიად დამშვიდებული, დაწყნარებული და მომავალზე ორიენტირებული იძახის, რომ ყოფილ ქმართან აღარაფერი აქვს გასაყოფი და შვილების ხათრით კავანისთან იმეგობრებს კიდეც.
პარიზში ავი ენები იძახიან, მარის სოლედადს ედინსონ კავანისთან შერიგება სურს და საამისოდ ნიადაგს ამზადებსო, მაგრამ ჩვენი მოკრძალებული აზრით, ედინსონს ნაცოლარის ენამწარეობის დავიწყება ნამეტნავად გაუჭირდება...