საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს, ქუთაისში, ბელარუსის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს. შეხვედრა რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება. უკვე ცნობილია შემადგენლობა, რომლითაც ვლადიმირ ვაისის გუნდი თამაშს დაიწყებს:
კვასხვაძე, გეგეჭკორი, ხოჭოლავა, კაშია, შერგელაშვილი, აბურჯანია, გვილია, კანკავა, პაპუნაშვილი, ჯიღაური, სიხარულიძე.
სათადარიგო: ლორია, მაკარიძე, კაკაბაძე, ნავალოვსკი, დვალი, კვეკვესკირი, გრიგალავა, ყაზაიშვილი, მერებაშვილი, ლობჟანიძე, კაჭარავა, ქვილითაია
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.