მადრიდის “რეალი” სეზონის ბოლოს უელსელი თავდამსხმელის გარეთ ბეილის გაყიდვას გეგმავს. AS-ის ინფორმაციით, “სამეფო კლუბმა” მისი შემცვლელის ძიება უკვე დაიწყო. საუბარი იყო ბრაზილიელ ნეიმარზეც, რომელიც მიმდინარე სეზონის დასაწყისში კოლოსალური თანხის – 222 მილიონის სანაცვლოდ “ბარსელონადან” “პარი სენ ჟერმენში” გადავიდა.
მადრიდული კლუბის მენეჯმენტი უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ ბეილი ხშირად იღებს ტრავმებს. 2013 წლიდან მოყოლებული მან მხოლოდ მატჩების 55%-ში მიიღო მონაწილეობა.
უელსელ მოთამაშეს “რეალთან” ხელშეკრულება 2021 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ბეილმა ყველა ტურნირის გათვალისწინებით 11 მატჩში 3 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.