ფეხბურთი

22:01 | 13.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ უნაი ემერის დაითხოვს

ფრანგული “პარი სენ ჟერმენი” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან უნაი ემერის გათავისუფლებას ზამთარში გეგმავს. Yahoo sport-ის ინფორმაციით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა ემერის მუდმივი კონფლიქტებით მოთამაშეებთან და ამიტომ მის დათხოვნას აპირებს.

წყაროს თანახმად, პარიზელებს სურთ იანვარში 6-თვიანი კონტრაქტი გააფორმონ ახალ, დროებით მწვრთნელთან, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით არ სახელდება და უკვე ზაფხულში “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის ჯოზე მოურინიოს მიყვანას გეგმავენ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პსჟ ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის ანტონიო კონტეს გადაბირებას ცდილობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102516