გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოთხი შეხვედრა გაიმართა.
“ბოსტონი” შინ “ტორონტოს” დაუპირისპირდა. მატჩი გარდამავლი უპირატესობით წარიმართა. შეხვედრის დასრულებამდე 13 წამით ადრე “კელტები” 95:94-ს იგებდნენ და ბურთი “ტორონტოს” ლიდერ დემარ დეროზანს ჰქონდა, რომელმაც ბურთი მატჩის საფინალო სირენასთან ერთად გაუშვა, თუმცა ვერ ჩააგდო. ბოსტონელებმა მიმდინარე სეზონში მე-12 შეხვედრა მოიგეს (2 წაგება) და აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობენ. მატჩში ყველაზე მეტი, 24 ქულა დეროზანმა ჩააგდო. “ბოსტონში” 21 ქულით ალ ჰორფორდი გამოირჩა.
“ჰიუსტონმა” გასვლაზე “ინდიანა” მარტივად 118:95 დაამარცხა და დასავლეთ კონფერენციის ლიდერი გახდა, მაგრამ “გოლდენ სტეიტთან” შედარებით ერთით მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული. ტეხასელებმა მატჩის სტარტზევე დიდი უპირატესობა მოიპოვეს და შეხვედრაც ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს. ჯეიმს ჰარდენმა 26 ქულა 15 პასი და 5 მოხსნა მიითვალა. “ინდიანაში” 28 ქულით ოლადიპო გამოირჩა.
“ბოსტონი” – “ტორონტო” 95:94 (24:24, 20:25, 33:17, 18:18)
https://www.youtube.com/watch?v=j9k0MlWrzC4
“დეტროიტი” – “მაიამი” 112:103 (31:29, 24:29, 28:23, 29:22)
https://www.youtube.com/watch?v=xwPUejnPDg0
“ინდიანა” – “ჰიუსტონი” 95:118 (18:35, 33:28, 20:24, 24:31)
https://www.youtube.com/watch?v=8jEp9KYVUNg
“ოკლაჰომა” – “დალასი” 112:99 (18:20, 26:22, 39:25, 29:32)
https://www.youtube.com/watch?v=82Npw0fQIY4