კალათბურთი

23:19 | 12.11.2017 | ნანახია NaN - ჯერ

თორნიკე შენგელია - 19 ქულა და MVP

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ლიგა ენდესას VIII ტურში მორიგი გამარჯვება მოიპოვა “სასკი ბასკონიამ”. ბასკებმა საკუთარ მოედანზე “ჟუვენტუტ ბადალონას” უმასპინძლეს და 87:77 დაამარცხეს.

აღნიშნულ გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა თორნიკე შენგელიამ. “ბასკონიას” ქართველმა კაპიტანმა, რომელიც სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, 21:35 წუთი ითამაშა და ამ დროში 19 ქულა, 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.

თორნიკემ 11-დან ექვსი ორქულიანი, 2-დან ერთი სამქულიანი და 4-დან ოთხი სამქულიანი ჩააგდო. ჩვენებური თანაგუნდელთა შორის ყველაზე შედეგიანი იყო. მაგალითად შენგელიას შემდეგ “ბასკონიას” ყველაზე მეტი ქულა მატ იანინგმა შესძინა (11). მთლიანად მატჩში კი ქულების მხრივ შენგელია მხოლოდ “ჟუვენტუტის” წევრ ტომაშ გიელოს ჩამორჩა (21 ქულა). საბოლოოდ, თორნიკე შენგელია შეხვედრის MVP გახდა.

“ბასკონიას” რვა ტურის თავზე 4 გამარჯვების წილ 4 მარცხი აქვს და მერვე პოზიციაზე იმყოფება. ბასკები მომდევნო ტურში 19 ნოემბერს, სტუმრად “ბურგოსს” დაუპირისპირდებიან.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:01 | 02.04.2013
galaqtiko (3488)

იუტა თუ გავიდა და ელეი ჩარჩა, დავაი ენბიეი :დ

18:45 | 02.04.2013
In vino veritas (2107)

ხო მაგრამ დენვერიც ხომ მეორეა დივიზიონში და მაშინ ეგ რატომ ასწრებს?

18:43 | 02.04.2013
chikovansky91 (2776)

bidzina
იმიტომ რომ კლიპერსი თავის დივიზიონში არის პირველი ))))
ხოლო მემფისი თავისაში კი მეორე )))

18:03 | 02.04.2013
In vino veritas (2107)

ერთი განაგებინეთ მემფისზე წინ კლიპერსი რატომმაა კაცურად ამიხსენიტ ვინმემ

16:52 | 02.04.2013
In vino veritas (2107)

ლეიკერსმა და დალასმა გაანძრიონ ერთი ადგილი, თორემ გავიდა ეს მახინჯი იუტა პლეიოფში

14:59 | 02.04.2013
chite (30)

მგონი სპურსიც ფიქრობს ელეის გასვლას და ტეხავს ტამაშებს :დდდდ

12:58 | 02.04.2013
chikovansky91 (2776)

ხვალ დილით სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლააა)))))))

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.063613
სარეკლამო ადგილი - 99
X x X