წლის შემაჯამებელი ტურნირის პირველ მატჩში როჯერ ფედერერმა ამერიკელი ჯეკ სოკი 6:4, 7:6 დაამარცხა. მატჩის პირველი და როგორც აღმოჩნდა ერთადერთი ბრეიკი პირველსავე გეიმში როჯერ ფედერერმა შეასრულა. მეორე სეტში ტაი-ბრეკზე შვეიცარიელმა 7:4 მოიგო. მატჩი საათსა და 34 წუთს გაგრძელდა. როჯერმა 6-დან ერთი ბრეიკი გააკეთა, ხოლო სოკს ბრეიკ-პოინტიც კი არ ჰქონია. ამერიკელს 29 შეცდომა ჰქონდა, ხოლო როჯერს- 20.
ბ ჯგუფის მეორე შეხვედრა, სადაც მარინ ჩილიჩი ალესანდრ ზვერევს დაუპირისპირდება 13 ნოემბერს თბილისის დროით 00:15 საათზეა ჩანიშნული.
ტურნირის საპრიზო ფონდი 8 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.