დანიის რანგით მეორე ლიგაში “ესბიერგმა” სტუმრად 4:0 სძლია “როსკილდეს” და მეოთხე ადგილზეა. ბოლო გოლი ამ შეხვედრაში ქართველმა ნახევარმცველმა ლაშა პარუნაშვილმა გაიტანა.
პარუნაშვილის გარდა, “ესბიერგში” ირიცხება ბუდუ ზივზივაძეც.
გასულ სეზონის მეორე ნახევარში, “ესბიერგში” ამ ორის გარდა, კიდევ ერთი ქართველი გახლდათ. ოთარ კაკაბაძე იყო განათხოვრებული ესპანური ‘ხიმნასტიკიდან”. გუნდი გავარდა სუპერლიგიდან და ახლა დაბრუნებას გეგმავს.