ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” შინ “ფილადელფია” 135:114 დაამარცხა. ზაზა ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 12 წუთი დაჰყო, ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 4 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა შესძინა. ზაზამ 4-დან ორი ორქულიანი ჩააგდო.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ოკლენდელებმა 36:21 მოიგეს. მატჩში ყველაზე მეტი 29 ქულა კევინ დურანტმა ჩააგდო. კარის 22 ქულა ჰქონდა, ხოლო ტომპსონს 23. “ფილადელფიაში” 17 ქულით ჯეი ჯეი რედიკი გამოირჩა.
“გოლდენ სტეიტი” 10 მოგებით და 3 მარცხით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. “მეომრები” მომდევნო შეხვედრაში “ოლანდო მეჯიქს” დაუპირისპირდებიან, შეხვედრა 14 ნოემბერს თბილისის დროით 07:30 საათზეა ჩანიშნული.