ფრანგი მცველი პატრის ევრა კარიერას არ დაასრულებს. აღნიშნული ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტმა ფედერიკო პასტორელომ Gazzetta dello Sport-თან საუბრის დროს გაავრცელა.
36 წლის მოთამაშემ ევროპა ლიგის მეოთხე ტურში "ვიტორია გიმარაეშთან" შეხვედრაში გულშემატკივარს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ამის გამო კი უეფამ მიმდინარე სეზონის ბოლომდე ევროპულ ტურნირებზე მონაწილეობა აუკრძალა, ხოლო "მარსელმა" პატრისთან კონტრაქტი გაწყვიტა.
"ევრამ იცის რომ ცუდი საქციელი ჩაიდინა, მაგრამ ამით მისი კარიერა არ დასრულებულა. ფიზიკურად ფრანგი 5-6 წლის წინანდელ ფორმასთან შედარებთ უფრო კარგად გამოიყურება. ბევრი კლუბი უკვე დაგვიკავშირდა. "ნაპოლი"? არაფერია გამორიცხული, მაგრამ ამ გუნდში თამაში იოლი არ იქნება." - განაცხადა პასტორელომ.