ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ისკომ კოსტა რიკასთან მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაში ფეხის დაზიანება მიიღო და შესაძლოა რუსეთთან ვერ ითამაშოს. როგორც "ფურია როხას" თავკაცმა ხულენ ლოპეტეგიმ განაცხადა, ჯერჯერობით უცნობია მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი რუსეთში გაემგზავრება თუ არა.
ისკო 65-ე წუთზე მარკო ასენსიომ შეცვალა, როდესაც ანგარიში 4:0 იყო. საბოლოოდ ესპანეთმა კოსტა რიკა 5:0 დაამარცხა. "ფურია როხას" და რუსეთის ამხანაგური მატჩი 14 ნოემბერს, სანკტ-პეტერბურგში გაიმართება.