მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი-ოფის მატჩში დანიის ნაკრები კოპენჰაგენში ირლანდიას დაუხვდა და უგოლო ფრედ ეთამაშა.
დანიელები მთელი შეხვედრის განმალობაში უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა ტაბლოზე ამის ასახვა ვერ მოახერხეს. მასპინძლებმა პირველ ნახევარში ორი 100%-იანი საგოლე შანსი შექმნეს: მე-12 წუთზე რენდოლფმა ჯერ ლარსენს აჯობა, ხოლო შემდეგ კორნელიუსის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული მოიგერია, რომელიც დამატებაზე თამაშობდა. 33-ე წუთზე რენდოლფმა უკვე კრისტიან ერიკსენის შორეული გასროლა მოიგერია, შემდეგ ბურთი სისტოს მიუვიდა, რომელიც ვალდებული იყო გოლი გაეტანა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა და ურეალურესი საგოლე მომენტი ქარს გაატანა. ტაიმის ბოლოს ერთი შანსი სტუმრებსაც შეექმნათ, თუმცა ამჯერად კასპერ შმეიხელმა ივარგა და დანიელები გადაარჩინა.
სკანდინავიელები ტერიტორიულ უპირატესობას მეორე ნახევარშიც ფლობდნენ, თუმცა ირლანდიელები თავს ჭკვიანურად იცავდნენ და კარის მშრალად შენახვა მოახერხეს. ყველაფერი საპასუხო შეხვედრაში გადაწყდება, რომელიც 14 ნოემბერს დუბლინში “ავივა სთედიუმზე” გაიმართება.
დანია – ირლანდია 0:0
კოპენჰაგენი, “ტელია პარკენი”
დანია (4-1-2-3): შმეიხელი, ბიელანდი, კიაერი, ლარსენი, ანკერსენი, კვისტი, ერიკსენი, დელანი, სისტო (ბენდტნერი 72), კორნელიუსი (ი.პოულსენი 64), იორგენსენი.
მწვრთნელი: ოგე ჰარეიდე
ირლანდია (4-2-3-1): რენდოლფი, დაფი, კლარკი, კრისტი, უარდი, ჰენდრიკი (ჰურიჰეინი 93), არტერი (ველანი 88), ო’დოუდა, ბრედი, მაკკლინი, მერფი (ლონგი 74).
მწვრთნელი: მარტინ ონილი
მსაჯი: მილორად მაზიჩი