კალათბურთი

10:15 | 12.11.2017 | ნანახია NaN - ჯერ

ქართული დერბი სერია A-ში

იტალიის სერია A-ს მეშვიდე ტურში ქართული დერბი შედგა. მანუჩარ მარკოიშვილის “რეჯანა” დუდა სანაძის “ფლექს პისტოიას” დაუპირისპირდა. გამარჯვება რეჯიო ემილიელებს დარჩათ, თანაც ძალზე დიდი ანგარიშით – 90:42.

“რეჯანას” უპირატესობა მთელი თამაშის განმავლობაში თვალსაჩინო იყო და მასპინძლებმა ოთხივე პერიოდის მოგებაც მოახერხეს.

სასტარტო ხუთეულში იყო მარკოიშვილი. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 28 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში საკუთარ გუნდს 9 ქულა, 1 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. მანუჩარმა 4-დან ვერცერთი ორქულიანი ვერ ჩააგდო, ხოლო 6 სამქულიანიდან 3 მეტოქის კალათში მოათავსა. საჯარიმო ხაზზე კი ჩვენებური არ დამდგარა.

რაც შეეხება სანაძეს – დუდაც სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა. საბოლოოდ ქართველმა 20 წუთი ითამაშა და “პისტოიას” აქტივს 2 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა შემატა. სანაძემ 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო ორი სამქულიანი არაზუსტად ისროლა. საჯარიმოები მარკოიშვილის მსგავსად არ მას უსვრია.

7 ტურის თავზე “რეჯანამ” პირველი გამარჯვება მოიპოვა და ჯერჯერობით სატურნირო ცხრილის ბოლო, მე-16 საფეხურზეა. მარკოიშვილისა და მისი თანაგუნდელების მომდევნო მეტოქე 18 ნოემბერს, “კრემონა” იქნება. “ფლექს პისტოია” კი 2 მოგებითა და 5 მარცხით მე-11 პოზიციაზეა. სანაძის გუნდი მომდევნო ტურში ასევე 18 ნოემბერს, “ვენეციას” ესტუმრება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:46 | 14.01.2016
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ისე უშველის როგორც ადრე შველოდა

00:44 | 14.01.2016
BEERTRANCE (97819)

იმედია უშველის რომას

0.456175