ფეხბურთი

22:35 | 11.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

მესი ნიგერიასთან არ ითამაშებს

კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ რუსეთთან გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ არგენტინის ეროვნული ნაკრები დატოვა და ბარსელონაში გაფრინდა. აღნიშნული ინფორმაცია "ალბისელესტეს" ოფიციალურმა ტვიტერის გვერდმა გაავრცელა. ასევე ინფორმაცია დაადასტურა გუნდის თავკაცმა ხორხე სამპაოლიმ.

მესიმ რუსეთთან მოგებულ (1:0) შეხვედრაში მოედანზე 90 წუთი გაატარა, ამჯერად კი დასვენება გადაწყვიტა და კლუბში დაბრუნდა. არგენტინის ეროვნული გუნდი კრასნოდარში მომდევნო ამხანაგურ მატჩს ნიგერიის წინააღმდეგ 14 ნოემბერს გამართავს.

0.122113