ფიფას ყოფილი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი სკანდალში კიდევ ერთხელ მოხვდა. როგორც ბრიტანული გამოცემა თჰე Guardian-ი იტყობინება, აშშ-ს ქალთა ნაკრების ყოფილი მეკარე ჰოუპ სოლო ბლატერს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს.
“2013 წელს, “ოქროს ბურთის” დაჯილდოვების წინ ბლატერი ჩამეხუტა და ხელი უკ****ზე შემახო”, - ციტირებს სოლოს სიტყვებს ბრიტანული გამოცემა.
თავის მხრივ, აღნიშნულ თემაზე კომენტარი ფიფას ექსპრეზიდენტმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი სისულელე და უაზრობაა.
81 წლის შვეიცარიელი ზეპ ბლატერი მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი უწყების ხელმძღვანელი 1998-2015 წლებში იყო. დაკავებული თანამდებობის დატოვება კი კორუფციულ სკანდალში გახვევის შემდეგ მოუწია.
რაც შეეხება ჰოუპ სოლოს – 36 ქალბატონმა საფეხბურთო კარიერა 2016 წელს დაასრულა. იგი აშშ-ს ნაკრებს კარს 2000-2016 წლებში იცავდა. სოლო ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ერთხელ კი მსოფლიოს ჩემპიონი.